|
2019-09-24 18:33:11, 2040 ნახვა
პოლიტიკა
ზარდიაშვილი მოსამართლეობის კანდიდატს: ნემსისა და აქლემის ქურდი, ორივე ქურდია?!
ჰიპოთეტური შეკითხვაა - აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, თქვენთვის ორივე ქურდია?! - ამ შეკითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მერაბ გაბინაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა. რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ქურდობა დასჯადი ქმედებაა. „კანონმდებელმა თქვა, თუ ის ნემსიც და აქლემიც სხვისია, ადამიანი თუ ნემსს მოიპარავს მაინც უნდა დაისაჯოს და სამართალი უნდა აღსრულდეს, თუ აქლემს მოიპარავს მაინც დაისაჯოს. მუხლის შენიშვნაში პირდაპირ ჩამოთვლილია კვალიფიკაცია, ზარალის ოდენობა, დამდგარი მძიმე შედეგი, რა ზარალი მოიტანა ქმედებამ. შეიძლება ნემსი არ იყოს ფასეული მაგრამ, მოქმედება უნდა იყოს დასჯადი და დასჯადია. დღეს ნემსის ქურდობა არ არის დაშვებული სამართლებრივად“, - განაცხადა გაბინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)