13:33 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 17:17:10, 2027 ნახვა

პოლიტიკა
ტუსკი და იუნკერი გახარიას: თქვენი ლიდერობა არსებითი მნიშვნელობისაა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცეს, - ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მილოცვაშია აღნიშნული, ევროპული საბჭო და ევროკომისია რჩებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და განაგრძობენ საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა ჩართულობისაკენ არის მიმართული.

„მოუთმენლად ველოდებით თქვენთან მუშაობას ჩვენი ძლიერი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ჩვენი პოლიტიკური დაახლოების, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის უფრო ფართომასშტაბიანი გეგმების განსახორციელებლად. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს შემდგომი კონსოლიდაციისთვის თქვენი ლიდერობა არსებითი მნიშვნელობისაა“, - აღნიშნულია მილოცვაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი
ბათუმის საზღვრები შესაძლოა შეიცვალოს
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics