20:38 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 16:11:02, 1327 ნახვა

საზოგადოება
300 არაგველის სკვერის მიმდებარედ „კრწანისობა 2019“ გაიმართა

300 არაგველის მემორიალთან, ტრადიციული დღესასწაული - „კრწანისობა 2019 გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო.

დედაქალაქის მერმა ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა და ქვეყნის გამთლიანება უსურვა. 

„მინდა კრწანისელებს, ასევე, სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მივულოცო. რასაც ვისურვებდი და ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ეს არის გამთლიანება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ბრძოლას მიჩვეული ხალხი ვართ, ეს სისხლში გვაქვს და რა თქმა უნდა, უნდა მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება - გონიერებით, წარმატებებით, წინსვლით, ეკონომიკური აღორძინებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიების დაწყებამდე დედაქალაქის მერი 300 არაგველის სკვერში იმყოფებოდა, სადაც საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე, მეუფე შიომ, მღვდელმსახურებთან ერთად, კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. 

„კრწანისობა 2019“ კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც ქართული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე, ცნობილი ქართველი მომღერლები და მსახიობები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე დაიდგა პერფორმანსი, რომელიც ეპოქის გაცოცხლებას მიეძღვნა. სანახაობის შემდეგ, მაყურებელმა საბრძოლო ხელოვნების შოუ იხილა - სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.

ღონისძიებას მერთან ერთად, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics