|
2019-09-24 15:46:52, 1936 ნახვა
პოლიტიკა
ფოფხაძე გაბინაშვილს: თქვენნაირი კანდიდატების მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ ბოლოს მოუღებს
თქვენნაირი კანდიდატების მხარდაჭერა ბოლოს „ქართულ ოცნებას“ მოუღებს - ამ სიტყვებით პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მერაბ გაბინაშვილს მიმართა. დეპუტატი დაინტერესდა, თუ რას ფიქრობდა მოსამრთლეობის კანდიდატი 26 მაისის, 7 ნოემბრის დარბევასა და 20 ივნისის მოვლენებზე, რაზეც გაბინაშვილმა განაცხადა, რომ კომენტარს ვერ გააკეთებდა. „საკითხთან დაკავშირებით, გამოძიებები მიმდინარეობს და კომენტარებს და შეფასებებზე ვერ ვისაუბრებ“, - განაცხდა გაბინაშვილმა ფოფხაძის საპასუხოდ. გარდა ამისა, ფოფხაძემ გაბინაშვილს ჰკითხა, იყო თუ არა წინა ხელისუფლების დროს ჯიბის მართლმსაჯულება. რასთან დაკავშირებითაც გაბინაშვილმა უპასუხა: „მე განსაკუთრებული უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი ვარ, როგორც მოსამართლე და შეზღუდვები მაქვს. არანაირ პოლიტიკურ შეფასებას არ ვაპირებ“.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)