13:33 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 15:01:22, 1569 ნახვა

პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პუგლისთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.  განსაკუთრებული ყურადღება  შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას დაეთმო. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ქ. ბათუმში დაგეგმილ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მნიშვნელობას, რაც ნატოს მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის მორიგი დადასტურებაა.
ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს სამინისტროში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებში მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი
ბათუმის საზღვრები შესაძლოა შეიცვალოს
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics