20:38 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 12:44:39, 901 ნახვა

საზოგადოება
ღია შეხვედრების ფარგლებში ქობულეთის მოსახლეობას თეა წულუკიანი და თორნიკე რიჟვაძე შეხვდნენ

ღია შეხვედრების ფარგლებში ვიცე პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს სტუმრობდნენ.

შეხვედრები გაიმართა სოფელ ქაქუთის, ლეღვასა და წყავროკას მოსახლეობასთან. შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის წევრები - ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე და ფატი ხალვაში, ქობულეთის თვითმმართველობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი „ღია შეხვედრები" საქართველოს რეგიონებში ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ საჭიროებების გათვალისწინებას.

სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად და პრიორიტეტად გაზიფიცირება, სასმელი წყლის სისტემებზე მუშაობის დასრულება და შიდა გზების მოწესრიგება, ასევე, მიწების განაწილების საკითხი დასახელდა.

თეა წულუკიანმა მოსახლეობას ის დაგეგმილი მასშტაბური ცვლილებები გააცნო, რომელსაც მთავრობა მიწის განაწილების საკითხის გადასაჭრელად გეგმავს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოსახლეობისთვის მიწის განაწილების პროცესის გასამარტივებლად და ამ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დავების თავიდან ასაცილებლად, მომავალი წლიდან იგეგმება სპეციალური, კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებული ჯგუფების შექმნა და მსგავს გეოგრაფიულ არეალებში სპორადულთან ერთად, სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელება.

შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics