|
2019-09-23 12:56:09, 1696 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია ალანიას: ჭაობში რომ ჩავარდები, მერე არ უნდა იფართხალო, თორემ უფრო სწრაფად ჩაიძირები
ზოგჯერ რჩევას გვაძლევენ ხოლმე: ადამიანი ჭაობში რომ ჩავარდები, მერე არ უნდა იფართხალო, თორემ უფრო სწრაფად ჩაიძირები - ასე გამოგდით, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ალანიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა. სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. ბოკერიას აღნიშნული შეფასება, თამარ ალანიას მიერ კითხვაზე თავის არიდებამ გამოიწვია. ბოკერია დაინტერესდა, იყო თუ არა ეთიკის ნორმების მძიმე დარღვევა, როცა მოსამართლე ლევან მურუსიძემ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე წინასაარჩევნო პერიოდში დებატებში გამოიწვია, რაზეც თამარ ალანიამ უპასუხა, რომ კოლეგებთან დაკავშირებით რაიმე განმარტების გაკეთებისგან ეთიკის ნორმები ზღუდავს. ამასთან, თამარ ალანიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტზე ინტეპრეტირებულად საუბრობს. „თქვენი შეფასება და ინტერპრეტირება როგორც მიეცით, მე ამას ასე ვერ წარმოვიდგენდი. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით იყო საუბარი, ის ემთხვეოდა თუ არა დებატებს და იმ ადამიანის პოლიტიკურ ხედვებს, რომელიც ადრე იყო ადვოკატი და მერე გახდა პოლიტიკოსი, ეს სხვა რამეა. ადვოკატი, რომელიც თქვენს საწინააღმდეგო პოზიციებზე საუბრობდა და დღეს არის თქვენი პოლიტიკური პარტიის მოსაზრებაზე“, - განაცხადა თამარ ალანიამ.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)