|
2019-09-21 13:09:26, 2385 ნახვა
პოლიტიკა
კახიძე: „ევროპული საქართველოს“ მიზანია საზოგადოებამ შეაფასოს, „ოცნება“ როგორ მოსამართლეებს ირჩევს
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ბევრ რამეს წარმოაჩენს, ილუზია არ გვაქვს, რომ იუსტიციის საბჭომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ მიზანია საზოგადოებამ შეაფასოს, „ოცნება“ როგორ მოსამართლეებს ირჩევს. „ის რომ სასამართლო ხელისუფლება არის მძიმე კრიზისში, მას მართავს პირთა გარკვეული ჯგუფი, ე.წ. კლანი, რომელიც უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის მორჩილებას ბიძინა ივანიშვილისადმი. ეს არის მანკიერი სისტემა, რომელიც უნდა შეიცვალოს, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ამის მოლოდინი არ გვაქვს. „ევროპული საქართველოს“ მთავარი მიზანი გასაუბრების პროცესში არის ის რომ საზოგადოებამ შეაფასოს თუ რა კანდიდატები წარმოადგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და ვის არჩევას აპირებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ. აღსანიშავია, რომ პარლამენტი მომავალი კვირიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას იწყებს.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)