18:20 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-19 17:05:06, 1650 ნახვა

საზოგადოება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

მილოცვაში პრეზიდენტი ერდოღანი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და გამოთქვამს რწმენას, რომ სტრატეგიული  ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ჩვენთვის მეტად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები ყველა სფეროში ვითარდება, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პრინციპების შესაბამისად. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და სტრატეგიული ურთიერთობები", -ნათქვამია რეჯეფ თაიფ ერდოღანის მილოცვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics