17:20 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-18 16:14:02, 1776 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი: კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსებით, საქართველოში დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კლიმატის სფეროს დაფინანსებისადმი მიძღვნილი შეხვედრა „საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა კლიმატის ცვლილებების მიმართულებით“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კლიმატის მწვანე ფონდის (CGF) და „NDC Partnership“ წარმომადგენლებს და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველო წლებია თანამშრომლობს კლიმატის მწვანე ფონდთან; ეს არის გლობალური ფონდი, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად მრავალმილიარდიან ინვესტიციებს ახორციელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსებით, საქართველოში უკვე ხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენ წარდგენილი გვაქვს ახალი პროექტებიც, რომლებიც სატყეო სექტორის  კომპლექსურ რეფორმას უკავშირდება. მოგეხსენებათ, რეფორმა თავისთავად საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს. ჩვენ იმედი გვაქვს, ფონდი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს  საქართველოსთვის 20 მლნ დოლარზე მეტი საგრანტო დახმარების გამოყოფის საკითხზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, XXI საუკუნის პირველ მეოთხედში კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენა მთელ მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზე მთელ რიგ სტიქიურ მოვლენებში აისახა.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი კლიმატის ცვლილების საერთაშორისო ფონდებიდან ფინანსური მხარდაჭერის საკითხის განხილვას დაეთმო.

აღსანიშნავია, რომ გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის ვალდებულებების შესაბამისად, საქართველო „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტის განახლებულ ვერსიას ამზადებს.

შეხვედრას, რომელიც სასტუმროში „შერატონი“ გაიმართა, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ასევე,  საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კლიმატის მწვანე ფონდის, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics