|
2019-09-14 14:31:27, 2158 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი ჯიღაურას ბაზაზე: ამ ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ საქართველოს რა შესაძლებლობები აქვს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილმა ბაზაზე გაშენებული ვაზის საკოლექციო ნაკვეთი დაათვალიერა. 80 ჰექტარზე გაშენებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსპერიმენტალურ ბაზაზე განთავსებულია მეხილეობისა და მევენახეობის მიმართულების საკოლექციო ნაკვეთები. ეს არის საქართველოში ერთადერთი ადგილი სადაც 450 ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიში და 350 საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი სახეობებია გაშენებული. ცენტრში ტარდება სელექციური სამუშაოები, მეღვინეობის ბაზაზე კი მეღვინეები 100-150 სხვადასხვა ჯიშებისგან ღვინოებს ამზადებენ. კოლექციების მოძიება და მოშენება 2007 წლიდან დაიწყო. 2014 წელს კი შეიქმნა კვლევითი ცენტრი. პროექტს 2007 წლიდან ბანკი ,,ქართუ" ახორციელებდა 2014 წელს კი იგი სახელმწიფოს გადაეცა. პრეზიდენტმა ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დაგეგმილი დიაგნოსტიკური კვლევების შესახებ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან მიიღო. პრეზიდენტმა ცენტრის ფუნქციონირებას უმნიშვნელოვანესი უწოდა და აღნიშნა, რომ მას უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაში. ,,ცენტრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და ვაზის კულტური განვითარებისათვის. როცა ქვეყანას ვაზის უძველესი 500-ზე მეტი ენდემური ჯიში გააჩნია და მისი უმეტესობა აღდგენილია ეს უდიდესი სიმდიდრე და მეღვინეობის განვითარების უდიდესი პოტენციალია. მომავალ კვირას გაეროში მივდივარ და ერთ-ერთი ღონისძიება, რომელშიც ასევე მივიღებ მონაწილეობას კლიმატის კონფერენციაა, სადაც მინდა წარვადგინო ჩვენი ქვეყნის უდიდესი უპირატესობა - ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება. საქართველოში წარმოიშვა არა მხოლოდ ვაზის, არამედ ხორბლის და სხვადასხვა მცენარეების ენდემური ჯიშები. ამის შენარჩუნება და განვითარება ჩვენი ქვეყნის პოტენციალის განვითარება და გაძლიერებაა. ამ ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. პრეზიდენტს კვლევით ბაზაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის სამსახურის უფროსმა და ზურაბ ხიდაშელმა უმასპინძლეს.
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)