14:45 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 17:09:44, 2373 ნახვა

საზოგადოება
„ქუცნაშვილს რუსეთის მონა დავუძახე, მისი ცოლი გამოექანა და სახეში მთხლიშა“ - #სირცხვილიას აქტივისტი

#სირცხვილიას აქტივისტის ირაკლი არეშიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლემ მას სახეში დაარტყა.

როგორც არეშიძე აღნიშნა, შემთხვევა გონიოს სასტუმროში მოხდა.

"გონიოში, სასტუმროში, სადაც ზაქარია ქუცნაშვილი თავის მეუღლესთან ერთად ისვენებდა ვეძახდი, რომ თქვენ ხართ გავრილოვის მონა, თქვენ გამო ადამიანები ციხეში არიან, ადამიანებს თვალები დაეთხარათ, თქვენ კიდევ აქ ისვენებთ და ასე შემდეგ. ის მეუბნებოდა, აბა, ჩამოდიო. მერე რომ ჩავედით, "ჩექ აუთი" იყო, მომვარდა მისი ცოლი, გამოექანა და მთხლიშა, ვის უწოდე მონაო. დავრეკე 112-ში და გამოვიძახე პატრული", - განაცხადა აქტივისტმა მტავარ არხთან საუბარში. 

ფაქტთან დაკავშირებით "ექსპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რის საფუძველზეც საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics