12:50 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-12 14:41:51, 1915 ნახვა

საზოგადოება
„უფალი შეგეწიოთ თქვენს ყველა ღვთისსათნო საქმეში“ - ილია მეორე გიორგი გახარიას ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს. 

როგორც პატრიარქის წერილშია ნათქვამი, ეს საპატიო და ამავე დროს საპასუხისმგებლო თანამდებობაა. 

"დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები არ დამცხრალა: ეს გასაგებიცაა, რადგან სხვადასხვა ძალა ცდილობს გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას, ხალხი კი ელოდება დადებით ცვლილებებს. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსახლეობის ყოფითი პრობლემების დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევა, ერის გამთლიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მეტად რთულ დროში თქვენი და საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანი პრობლემების დასაძლევად. უფალი შეგეწიოთ თქვენს ყველა ღვთისსათნო საქმეში", - ნათქვამია წერილში. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics