18:25 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-11 18:09:08, 1579 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი ეწვევა

12-13 სექტემბერს, თბილისს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი, ნატოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში მედლინ მუნი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძესთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს. 

დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელთან, ირაკლი სესიაშვილთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან.

საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გაიმართება საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან, საპარლამენტო ფრაქციების და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან.

მედლინ მუნი ნატოს სამეკავშირეო ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მონახულება.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს  სოფელ დიდ ხურვალეთში.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics