12:52 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-10 14:34:02, 1589 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით თბილისში მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „Now What?“ იმართება

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციატივით, თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „Now What?” იმართება. კონფერენციის მთავარი მიზანია, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიის გამართვა, როგორიცაა საქართველოს ტრანსატლანტიკური პერსპექტივა, დემოკრატიის პროგრესი და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. კონფერენცია თავს უყრის საქართველოს, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებს. კონფერენცია ყოველწლიურად მასპინძლობს უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს.

„ჩვენთვის პატივია, ვიყოთ ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორები. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მიმზიდველი, სტაბილური საინვესტიციო გარემოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოება,  დემოკრატია და მისი დასავლური მომავალი. მოხარული ვართ, რომ  შეგვაქვს ჩვენი მოკრძალებული წვლილი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის პროცესსა და ქვეყნის  ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„2019-2010 წლების მიჯნაზე მსოფლიო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. სენატორ ჯონ მაკკეინის სულისკვეთების ერთგული კონფერენცია მსოფლიოს წამყვან მოაზროვნეებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მათი ხშირად წინააღმდეგობრივი დღის წესრიგის  და ხედვისგან დამოუკიდებლად, თავშეყრის საშუალებას აძლევს“,-  განაცხადა კურტ ვოლკერმა, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია თავს უყრის მოკავშირეებს და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. აქ გამართული საუბრები და დაწყებული ურთიერთობები იმ მოქმედებისა და ინიციატივების იმპულსია, რაც „ასე მნიშვნელოვანია დღეს“,- განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა და კონფერენციის მასპინძელმა, ნინო ევგენიძემ.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics