|
2019-09-10 11:38:13, 1467 ნახვა
პოლიტიკა
Deutsche Welle-მ გიორგი გახარიას შესახებ სტატია ჩაასწორა
„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ სტატია დააკორექტირა სტატიაში, რომლის სათაურია „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა“, დაზუსტებულია, რომ გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ წარსულში ოპოზიციამ უწოდა. გიორგი გახარია, რომელსაც ოპოზიციამ ადრე „მოსკოვის კაცის“ იარლიყი მიაკრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. მას აბრალებენ ანტი-სამთავრობო პროტესტის ძალადობრივი დარბევის ორკესტრირებას, რომლის მონაწილეთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ. საქართველოს პარლამენტმა კვირას წინააღმდეგობრივი ფიგურა დანიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად თბილისში გამოწვეული საპროტესტო მოვლენების შემდეგ. 98 კანონმდებელი მომხრე იყო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია გამხდარიყო მთავრობის მეთაური, ხოლო ოპოზიციამ - რომელმაც მას „მოსკოვის კაცის“ იარლიყი მიაკრა - კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა. გახარიას ფართო მასებში მიიჩნევენ ივნისის თვეში საქართველოს ანტი-სამთავრობო პროტესტის ძალადობრივი დაშლის მთავარ არქიტექტორად. პროტესტი გამოიწვია რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრის სიტყვით მიმართვამ მისივე მშობლიურ რუსულ ენაზე საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან. თუმცა გახარია ოპოზიციის პრეტენზიების უარყოფას ცდილობდა. მოსკოვთან მჭიდრო კავშირების საპირწონედ ის აპელირებდა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციაზე. „ყველანი ვთანხმდებით, რომ ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის უდიდესი პრობლემა, გამოწვევაა და ბოროტებაა“ განაცხადა გახარიამ. „საქართველოს საგარეო პოლიტიკის უსაფრთხოების განზომილების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი ქვეყნის პრო-დასავლური ორიენტაცია ისევე, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია... შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს თანამშრომლობას საზღვარი არ გააჩნია“ დასძინა გახარიამ.
(NS)
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)