11:06 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-09 14:21:10, 1382 ნახვა

საზოგადოება
სესხი სტარტაპ აგრო ტურიზმისთვის - „თიბისი ბანკის“ შეთავაზება სტარტაპერებს

 „თიბისი ბანკი“ სტარტაპერებისთვის ახალ ფინანსურ პროდუქტს - სესხს სტარტაპ აგრო ტურიზმისთვის ქმნის.

დღეიდან, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს  შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ფერმერული მეურნეობა განავითარონ  და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ან რეგიონის პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი.

სტარტპ სესხი აგრო ტურიზმისთვის განკუთვნილია იმ სტარტაპერებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარ ფერმერულ მეურნეობაში ტურისტული საქმიანობის წამოწყება, სადეგუსტაციო კუთხის, მარნის, მცირე საოჯახო სასტუმროს ან კოტეჯების მოწყობა, ასევე  ადგილობრივი და უცხოელი  ტურისტების გამასპინძლება მათ მიერ წარმოებული პროდუქტით.

სტარტაპ აგრო ტურიზმით სარგებლობა შეუძლია დამწყები ბიზნესის ყველა წარმომადგენელს, ვისაც დასაფინანსებელ ან სოფლის მეურნეობის მონათესავე დარგში მინიმუმ 24 თვიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს.

სტარტაპ აგრო ტურიზმის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სტარტაპერის ვებ-გვერდზე: https://startuperi.ge/ka/agro-loan

 „სტარტაპერი" თიბისი ბანკის პროგრამაა, რომლის მიზანს სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესების წამოწყების წახალისება წარმოადგენს. პროგრამა აერთიანებს დამწყები ბიზნესებისთვის როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის: სტარტაპსესხს, საოპერაციო პროდუქტებს, ღონისძიებებს, ტრენინგებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, მედიამხარდაჭერას და სხვა.

სტარტაპერის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.startuperi.ge

 

  

 

(NS) 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
500-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა რუსეთის 20 რეგიონს შეუტია
ყირიმში ელექტროენერგიის გათიშვა უკრაინის თავდასხმის შემდეგ მოხდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics