|
2019-09-08 11:13:25, 1126 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: ორიენტირებულები ვიქნებით საქმეზე, შედეგიანობაზე, ეფექტურობაზე - კარგად გვესმის ხალხის ხმა
პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა და მთავრობის ძირითად სამოქმედო მიმართულებებზე ისაუბრა. „უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვიდგე აქ და მოგმართოთ თქვენ, ამ სტატუსით. მინდა პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ, იმ გაწეული შრომისთვის, რომელიც თქვენ, ჩემს კოლეგა მინისტრებთან ერთად გასწიეთ ბოლო დღეების განმავლობაში. ეს იყო დეტალური განხილვა მთავრობის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის, ამიტომ მე დღეს შევეცდები პრინციპებზე, საკვანძო ფასეულობებზე და რა თქმა უნდა, მთავრობის სამოქმედო, ძირითად განზომილებებზე ვისაუბრო. ჩვენ ძირითადად ორიენტირებულები ვიქნებით საქმეზე, შედეგიანობაზე, ეფექტურობაზე. ეს იქნება ჩვენი ძირითადი პრინციპები და ჩვენ კარგად გვესმის ხალხის შეფასება. ხალხის ხმა იქნება ჩვენი ძირითადი მაკოორდინირებელი ძალა. ჩვენ ასევე, გვესმის, რომ ჩვენს მოქალაქეს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის, ქალაქში თუ სოფელში, არ აინტერესებს ჩვენი პროგრამები, ინიციატივები, რეფორმები და გეგმები. მისთვის სახელმწიფოს განსახიერება არის რიგითი სახელმწიფო მოხელე, რომელიც ვერ ასრულებს, ხშირ შემთხვევაში, ან ასრულებს მის დაკვეთას, უგვარებს მას ყოველდღიურ პრობლემებს. ამიტომ, მიზნის მისაღწევად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ვიშრომოთ ერთად: მთავრობამ, პარლამენტმა, ხელისუფლებამ ერთად, ოპოზიციამ, მათ შორის და რა თქმა უნდა, ჩვენმა მოქალაქეებმა. სხვანაირად ჩვენ ჩვენს მიზანს - წარმატებულ ხვალინდელ დღეს, ვერ მივაღწევთ. რა იქნება ჩვენი ძირითადი პრინციპი - რა თქმა უნდა, ეფექტიანობა. ეფექტიანობა და კიდევ ერთხელ ეფექტიანობა. ქმედითი ღონისძიებები იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქოთ საკმაოდ მძიმე ყოფა. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი იქნება შემდეგი -გონივრული ვადა. შეუძლებელია, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეს არ ვუთხრათ რას ვაკეთებთ, რა გეგმა გვაქვს და ეს გეგმა როდის იქნება შესრულებული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რა თქმა უნდა, იქნება კეთილსინდისიერება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეფექტურობა, გონივრულ ვადაში და კეთილსინდისიერება - ეს იქნება ძირითადი პრინციპი და აქ კეთილსინდისიერებასთან ბმაში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობისთვის ყველა სახის კორუფციასთან ბრძოლა იქნება. ეს არ არის გასაკვირი იმიტომ, რომ ჩვენს მსგავს ეკონომიკებში, გარდამავალ ეკონომიკებში, სუსტი ინსტიტუციებით, კორუფციასთან ბრძოლა უნდა იყოს მუდმივი პროცესი და შემდგომი 10-20 წელი ეს პრიორიტეტი ყოველდღიურად უნდა იდგეს ჩვენს წინაშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)