|
2019-09-07 19:23:28, 1696 ნახვა
პოლიტიკა
მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების სხდომას „ენმ“ დაესწრება, - „ევროპული საქართველო“ მისვლას არ აპირებს
პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც განახლებული მთავრობის დამტკიცების საკითხი განიხილება „ევროპული საქართველო“ არ დაესწრება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „საპარლამენტო ფრაქციების „ევროპული საქართველო”, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის” და „ევროპული საქართველო-რეგიონების” მომართვა გვაქვს, სადაც ისინი 2019 წლის 8 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე ფრაქციის წევრების დასწრებაზე უარს აცხადებენ, შესაბამისად გთხოვთ, მივიღოთ ცნობად ეს საკითხი“, - განაცხადა სხდომაზე თალაკვაძემ. აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომაზე დასწრებას აპირებს. დეპუტატ რომან გოცირიძის განმარტებით, ისინი საზოგადოებას აჩვენებენ, თუ რატომ არ შეიძლება ახალი შემადგენლობის დამტკიცება. „გადავწყვიტეთ, რომ ხვალ დავესწროთ პარლამენტის სხდომას, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ხალხს, თუ რატომ არ შეიძლება ამ მთავრობის და თანაც, ამ შემადგენლობით დამტკიცება. დღეს თუ ვინმე უსმენდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ყველამ კარგად იგრძნო, თუ რა დიდი სიცრუის კორიანტელი დააყენა. მარტო ერთი მისი სასაცილო მონათხრობი რად ღირს თურმე იმ ცხრა წელიწადში ლარი იმიტომ იყო მყარი, რომ საგარეო ვალებით ამყარებდნენო. არადა, საგარეო ვალის მოცულობა განისაზღვრება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და იმ დროს მშპ-სთან მიმართებაში სახელმწიფო ვალი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე დღეს“, - აღნიშნა გოცირიძემ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)