11:06 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 19:08:48, 1645 ნახვა

საზოგადოება
პეტრე იბერის ქუჩაზე სკვერი განახლდა

საბურთალოს რაიონში, პეტრე იბერის N4-ის ეზოში არსებული სკვერი განახლდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 700 კვ. მ  ფართობზე შესრულდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, მოეწყო ორი საბავშვო ზონა და კაუჩუკის რბილ საფარზე სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, განთავსდა საჩრდილობელი, საბაღე სკამები და ურნები. 

სკვერში გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო და ტერიტორიის ნაწილი ღობით შემოისაზღვრა. 

დასრულებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ  დაათვალიერა.

„დასასვენებელი სივრცეების მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ ეზოში ძალიან ბევრი ოჯახი ცხოვრობს და სწორედ ამიტომ, სკვერის კეთილმოწყობა გადავწყვიტეთ. ტერიტორიაზე უკვე ყველა პირობაა შექმნილი ბავშვების გართობისა და დასვენებისთვის“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სკვერის რეაბილიტაცია კომპანია „ტაომ“ განახორციელა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 106 068 ლარი გამოიყო.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
500-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა რუსეთის 20 რეგიონს შეუტია
ყირიმში ელექტროენერგიის გათიშვა უკრაინის თავდასხმის შემდეგ მოხდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics