|
2019-09-06 18:30:53, 12250 ნახვა
Lifestyle
ქალის ტანსაცმლის ონლაინ შეძენა დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება საქართველოში
დღეს, გლობალიზაციისა და ტექნოლოგიების ეპოქაში,ქალის ტანსაცმლის ონლაინ შეძენა უფრო და უფრო ტრენდული ხდება. უამრავი საერთაშორისო და ადგილობრივი ონლაინ მაღაზია არსებობს ბაზარზე, რომელთათვისაც ქალის ტანსაცმელი სპეციალიზაციის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. რეალური საზღვრების არ არსებობის გამო, ყველა ბრენდულ მაღაზიას აქვს ონლაინ გაყიდვა, რადგან მხოლოდ მაღაზიაში შემოსულიმომხმარებლებისგან მიღებულ შემოსავლებზე არ იყვნენ დამოკიდებულნი და ჭარბწარმოების პრობლემებიც აირიდონ. რა ტიპის ქალის ტანსაცმელზეა ონლაინ მოთხოვნა?
ქალი და ტანსაცმელი განუყრელი სიტყვებია. იშვიათად მოიძებნება ქალი, რომლისთვისაც ლამაზად ჩაცმა მეორეხარისხოვანია. მოდის სახლების უმეტესობისთვისაც სწორედ ქალის ტანსაცმელი წარმოადგენს წამყვან ხაზს. ონლაინ მაღაზიებმა ქალებისთვის შესაძლებელი გახადა შორეული ქვეყნების პროდუქციის შეძენა, ზღვებისა და მთების გადავლის გარეშე. სწორედ ამიტომ ისინიც ონლაინ ყიდულობენ ყველა სეზონისა და ტიპის ტანსაცმელს:სპორტულს, ყოველდღიურს თუ კლასიკურს. ასევე ონლაინ მაღაზიებში დიდი პოპულარობით სარგებლოსსაღამოსკაბები და ჯინსის პროდუქცია.აქ ყველა იპოვის სასურველ კაბასა თუ შარვალს, როგორი შესაძლებლობაც არ უნდა ჰქონდეს ფინანსურად. ყველაზე ხშირად რომელ საიტებს იყენებს ქართველი მომხმარებელი?
„ამაზონი“ და „ალიექსპრესი“ - ამ ორი გლობალურიონლაინ მაღაზიის მომხმარებლებს შორის ქართველებიც დიდი რაოდენობით არიან და ყიდულობენ ყველაფერს, რაც სურთ. საერთაშორისო ბრენდებთან ერთად ძალიან პოპულარული გახდა ქართული ონლაინ მაღაზიებიდან ქალის ტანსაცმლის გამოწერა. უმეტესობა მათგანი ახლა იწყებს ბაზარზე თავის დამკვიდრებას,თუმცა რამდენიმე მათგანი უკვე დიდი სანდოობით სარგებლობს მომხმარებელში. ქართულ ბაზარზე უკვე მეორე წელია არსებობსონლაინ მაღაზია Liloshop.ge, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის „ლილო მოლის“ ინტერნეტ მაღაზიაა. როგორც სავაჭრო ცენტრის, ასევე ონლიან მაღაზიის პროდუქციის ერთ-ერთ მთავარ ხაზს სწორედ ქალის ტანსაცმელი წარმოადგენს. ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანი იპოვის აქ მისთვის სასურველი ზომის, მასალისა და ფერის ტანსაცმელს ნებისმიერი კატეგორიაში, საქართველოს ყველა წერტილიდან შეძლებს მის გამოწერასა და მიიღებს კიდეც შინ. რა უპირატესობები აქვს ტანსაცმლის ონლაინ შეძენას?
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ვირტუალურად ხედავ ნივთს, ვერ ეხები და ვერ ირგებ, მაინც ბევრი უპირატესობა აქვს ტანსაცმლის ონლაინ შეძენას. ერთ-ერთიარის ის, რომ ყველა ბრენდზე გაქვს ხელმისაწვდომობა, სადამდეც ჯიბე გწვდება. ამასთან, როცა ქუჩაში გადიხარ, ყველას არ აცვია შენნაირი კაბა, ბლუზა თუ შარვალი. ზოგისთვის საყიდლებზე წასვლა სულაც არაა თერაპია, განსაკუთრებით თუ ბევრი საქმე აქვს. ამიტომ საღამოს სახლში, დივანზე მოკალათებული შეისეირნებს ონლაინ მაღაზიაში და რამდენიმე მარტივი პროცედურით გამოიწერს ნივთს, თან ბევრ დამატებით ხარჯსაც (მგზავრობის საფასური ან ბენზინი, პარკინგი) დაზოგავს, რაც თან ახლავს საყიდლებზე წასვლას. (R)
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)