|
2019-09-05 13:08:49, 1137 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი: ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება აფხაზეთის და ცხინვალის სრული იზოლაციის ათვლის წერტილად იქცა
რუსეთის მხრიდან ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება აფხაზეთისა და ცხინვალის სრული იზოლიაციის ათვლის წერტილად იქცა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში ნდობის გამოცხადებისას საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. ციხელაშვილმა იკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ვითარება რუსულ ინტერესებს ვერ მოემსახურება. „მთლიანად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვითარება არის რთული: სოციალურ -ეკონომიკური თვალსაზრისით, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ადამიანის უფლებების თვალსაზრით. განსაკუთრებით მძიმეა ახალგაზრდების მდგომარეობა. ძალიან თვალსაჩინოა და წლიდან წლამდე იზრდება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებაზე წნეხი და შესაბამისად, შიგნით უკმაყოფილება და იმედგაცრუებაც იზრდება. ახლა, 11 წლის თავზე ალბათ აშკარაა, რომ რუსეთის მხრიდან ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ამ რეგიონების სრული იზოლაციის ათვლის წერტილად იქცა, მე არაერთხელ მითქვამს და დღეს კიდევ უფრო დარწმუნებით გავიმეორებ: არსებული სიტუაცია არც ქართველების, არც აფხაზების და არც ოსების ინტერესებში არ შედი. ეს ცალსახად მუშაობს თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ და ესეც უნდა გახდეს მოტივი, რომ ჩვენ გადავდგათ მეტი შემხვედრი ნაბიჯი დიალოგისკენ, საერთო ინტერესებისკენ, თანამშრომლობისკენ. ეს არის ერთადერთი სწორი სვლა მომავალში. მე სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ და ვერ მოემსახურება რუსების ინტერესებს გრძელვადიანად. თუმცა ახლა ეს პოლიტიკა მის სამხედრო და პოლიტიკურ და ამოცანებს ემსახურება მოკლე თუ საშუალო ვადიან პერსპექტივაში და გამყარებულია სამხედრო ბაზებით, ათიათასი სამხედრო მოსამსახურით ჩვენს ოკუპირებული ტერიტორიებზე და 100 კილომეტრიანი მავთულხლართებით, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ყოფს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)