09:32 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 19:23:18, 1486 ნახვა

საზოგადოება
ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარის სალიკვიდაციო სამუშაოებში „საქართველოს რკინიგზის“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტიც იყო ჩართული

სამტრედიაში,  ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარისს „საქართველოს რკინიგზის“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით ლიკვიდირებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს:

"რკინიგზის საგანგებო სიტუაციების  მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში მონაწილეობა  მიიღეს და გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი. შემთხვევა დღეს დილით მოხდა -  საწვავით სავსე, 1000 ტონიან რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.  არსებობდა  ხანძრის  სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხეც. ხანძრის ლოკალიზებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად   სს „საქართველოს რკინიგზის“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების  ოპერატიული რეაგირების შედეგად ხანძარი ლიკვიდირებულია და ცეცხლის კერების გავრცელების საშიშროება არ არსებობს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics