|
2019-09-04 15:15:28, 1521 ნახვა
კომენტარი
სერგო რატიანი - ეს არის დაწინაურებული ჯალათის მთავრობა
„გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი მიიღო იმიტომ, რომ დასაჯა ქართული საზოგადოება, რომელიც გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ მთავრობის დამტკიცების პროცედურაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. „ეს არის დაწინაურებული ჯალათის მთავრობა. გახარიამ ეს პოსტი მიიღო იმიტომ რომ დასაჯა ქართული საზოგადოება, რომელიც აპროტესტებდა გავრილოვის ჩამოსვლას. ჩვენ ვნახეთ, რომ თავად გავრილოვი აღტაცებით შეხვდა მის დანიშვნას. ეს არის ფაქტობრივად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მთავრობა და ბუნებრივია, ამ სამარცხვინო მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრებს არ ვაპირებთ რომ ვესაუბროთ მიმდინარე საკითხებზე. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა ამოწურა ის რესურსი, როდესაც სთავაზობდა მაინც საზოგადოებას გარკვეულ სიახლეს ან ასევე გარკვეულ პოზიტიურ დღის წესრიგს. მას აღარ აქვს არანაირი დღის წესრიგი, ის ვერანაირ დაპირებასაც ვერ გასცემს, არავინ დაიჯერებს, ამიტომ ერთადერთი გზავნილი საზოგადოების მიმართ არის ის, რომ ყველა მოძალადე მინისტრი, რომელიც ჰყოლია ამ დროის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“, გამოიყვანა ასპარეზზე. ფაქტი, რომ თავდაცვის მინისტრად დაინიშნა ღარიბაშვილი, ესეც არის გამოწვევა. ეს არის მინისტრთა კაბინეტი, რომლის გზავნილიც არის ძალადობა და ვექტორის შეცვლა ჩრდილოეთისკენ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)