|
2019-09-04 12:29:42, 1416 ნახვა
პოლიტიკა
სამგორის რაიონის გამგებლად კახა სამხარაძე ინიშნება
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატად კახა სამხარაძე წარადგინა. როგორც თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, კახა სამხარაძეს თვითმმართველობაში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. „რამდენიმე თვეა, სამგორის რაიონი გამგებლის კანდიდატურის გარეშე იყო. შესაბამისად, მინდა, დედაქალაქის მოსახლეობას და კერძოდ, სამგორის რაიონში მცხოვრებლებს წარვუდგინო მათი ახალი გამგებლობის კანდიდატი - კახა სამხარაძე. ის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი იყო ჯერ შიდა ქართლში, შემდეგ სამცხე-ჯავახეთში და აქვს თვითმმართველობაში მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, იმ პროექტებს, რომელიც ჩვენ სამგორის რაიონში გვაქვს დაგეგმილი, ჩვენთან ერთად ძალიან მაღალ დონეზე შეასრულებს და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაიცავს სამგორელების ინტერესებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა გამგებლობის კანდიდატს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „მინდა, კახა სამხარაძეს წარმატებები ვუსურვო. ჩვენ მის კანდიდატურას საკრებულოში გადავგზავნით დასამტკიცებლად და დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერაც ექნება. შემდეგ უკვე შევუდგებით საქმიანობის იმისთვის, რომ ყველა იმ პრობლემას, რომელიც სამგორის მოსახლეობას აწუხებს, შევძლოთ და ღირსეულად განხორციელებული პროექტებით, გაკეთებული საქმეებით ვუპასუხოთ. პრობლემები არსებობს და ბევრი შრომა და მუშაობა მოგვიწევს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ამასთან, დედაქალაქის მერმა გამგეობების ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ქალაქის მოსახლეობისთვის აკეთებენ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)