|
2015-07-11 09:37:29, 532 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს და აშშ-ს საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის მეგობრული მატჩი გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის მეგობრული მატჩი გაიმართა. მატჩი შინაგან საქმეთა სამინისტროს გამარჯვებით დასრულდა. პირველი გოლი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაიტანა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები, საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი აუსტრიანი, რეგიონალური უსაფრთხოების ოფისის (RSO), აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI), საერთაშორისო ნარკოტიკების სამართალდამცავი სააგენტოს (INL), იურიდიული (RLA) და პოლიტიკურ-ეკონომიკური (POL-ECON) დეპარტამენტების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისის (PAS) და სხვა სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ამასთან, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. შს მინისტრმა საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რიჩარდ ნორლანდს სიმბოლური საჩუქარი გადასცა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. რიჩარდ ნორლანდისთვის აღნიშნული ღონისძიება საქართველოში აშშ-ს ელჩის რანგში ბოლო იყო. იგი საქართველოს 17 ივლისს დატოვებს. მატჩის დაწყებამდე აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საელჩოს და შსს-ს მიერ ერთობლივად ჩატარებულ წარმატებულ საგამოძიებო ღონოსძიებებში მონაწილეობისთვის დააჯილდოვა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი ერეკლე მოძღვრიშვილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ნინო კობახიძე, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი დიანა როსტიაშვილი. აშშ-ს ელჩმა მადლობის სიგელი შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანს გადასცა. მატჩი შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აშშ-ს საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფისის წარმომადგენლებს შორის წარმატებული თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების ჩამოყალიბების შედეგად, ერთობლივი ინიციატივით გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის კაპიტანი შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე იყო, ხოლო გუნდის წევრები - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ივანე პაპიაშვილი და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები. აშშ-ს საელჩოს გუნდის კაპიტანი თავდაცვის ატაშე ჯონ რენუარდი იყო, ხოლო გუნდს საზღვაო ქვეითები და საელჩოს სხვა თანამშრომლები წარმოადგენდნენ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)