07:51 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-03 15:59:07, 1459 ნახვა

საზოგადოება
„შეგვაფურთხეს იმ თვალში, რომელიც არ გამოგვთხარეს“ - #სირცხვილია აქციების ფორმატს უბრუნდება [ვიდეო]

სირცხვილია აქციების ფორმატზე გადადის, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, დღევანდელი აქცია 19:00 საათზე დაიწყება. დიღმელაშვილმა, საზოგადოებას მოუწოდა, რომ გიორგი გახარიას პრემიერის კანდიდატურაზე წარდგენა გააპროტესტონ.

"დღეს გავიგეთ, რომ გიორგი გახარია არის წარდგენილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიჯერა თავისივე ტროლებისა და ბოტების მიერ შექმნილი ვითარება და ჰგონია, რომ გახარიას დაწინაურებას რამენაირი ლეგიტიმაცია აქვს საზოგადოებაში. ეს არის მოქალაქეებისთვის გაწნილი სილა, მათთვის ნასროლი გამოწვევა, ეს არის ძალოვნებზე ძალაუფლების დაყრდნობა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიყავით საზაფხულო რეჟიმზე, მედიის ფორმატით ვესაუბრებოდით საზოგადოებას, ახლა უკვე დროა გამოვიდეთ. დღეს 19:00 საათზე, თითოეული ადამიანი, ვინც უყურებთ ამას გამოდით და ხმა გავაგინოთ ამ ხელისუფლებას, რომ ეს არ გაუვათ, ამას ვერ გვაჭმევენ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი, რაც ხელთ გვაქვს. ახლა მოთხოვნა არის ასეთი - გიორგი გახარია არ უნდა დაინიშნოს პრემიერ-მინისტრად", - აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა.

 









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics