|
2019-08-29 17:49:18, 1293 ნახვა
პოლიტიკა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა ჩაიშალა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ჩაიშალა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანთაძემ განაცხადა. როგორც სუს-ის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კონსტრუქციული შეთავაზებები არ იქნა გაზიარებული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ. „დღევანდელ შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალიწინებული 10 საკითხი უნდა განგვეხილა, უნდა გვემსჯელა ყველა იმ მნიშვნელოვან ინციდენტზე, რაც დაფიქსირდა წინა შეხვედრიდან დღემდე და რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. უნდა დაგვეყენებინა მწვავედ გუგუტიანთკარში არსებული ე.წ. ბორდერიზაცია, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ძალებმა საკუთარ სახლებსა და ეზოებში აღუმართეს ხელოვნური ბარიერები. ასევე, ვაპირებდით მძაფრად დაგვეყენებინა ერედვში საოუპაციო ძალების მიერ განდევნილი ძირძველი ქართველი მოსახლეობის კუთვნილი სახლების დანგრევის და მათ ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობის ფაქტები. უნდა გვემსჯელა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე და ამ უმწვავესი საკითხების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღებდა უნდა დაგვეთმო არჩილ ტატუნაშვილის წამებაზე. შეხვედრა დაიწყო უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით, რაზეც განიხილებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები. აღნიშნული საკითხის განხილვისას, ცხინვალის წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დექსტრუქციული პოზიცია და რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფუნქციონირებას იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხაზგასმით იქნა, დაფიქსირებული პოზიცია, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი არ გახლავთ ის ფორმატი, სადაც მისაღებია ულტიმატუმების ენით საუბარი და ნებისმიერი საკითხი შეიძლება განხილულ იქნას დიალოგის გზით. სამწუხაროდ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კონსტრუქციული შეთავაზებები მათ მიერ არ იქნა გაზიარებული და მათ ჩაშალეს მორიგ ჯერზე შეხვედრა“, - განაცხადა ანთაძემ. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი უნდა ყოფილიყო სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა ცხინვალის წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დექსტრუქციული პოზიცია. „რაც შეეხება ჩორჩანას ტერიტორიაზე განხორიცილებულ პროვოკაციულ ქმედებებს, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება, რა თქმა უნდა, რუსეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტოროლის განმახორციელებელ ძალას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვიმყოფებით მჭიდრო კომუნიკაციაში ჩვენს პარტნიორებთან“, - აღნიშნა სუს-ის წარმომადგენელმა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)