22:16 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-29 11:46:02, 1256 ნახვა

პოლიტიკა
სუს-ის წარმომადგენელი: საოკუპაციო ძალების დესტრუქციული ქმედებების შედეგად აღმაშფოთებელი ინციდენტები დაგროვდა

„საოკუპაციო ძალების უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული ქმედებების შედეგად დაგროვდა არაერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი, რასაც მთელი სიმწვავით გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

როგორც ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, განსახილველ საკითხებს შორის არის სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების საოკუპაციო ძალების წარმომადგენელების პროვოკაციული ქმედებები.

„სამწუხაროდ, მოცემულ პერიოდში საოკუპაციო ძალების უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული ქმედებების შედეგად დაგროვდა არაერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი, რასაც მთელი სიმწვავით დავაყენებთ დღევანდელ შეხვედრაზე. ვგულისხმობ მაგალითად, გუგუტიათკარში განხორციელებულ უკანონო ბორდერიზაციას, რა დროსაც ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას სოკუპაციო ძალებმა პირდაპირ ეზოში აღუმართეს ხელოვნური უკანონო ბარიერები. ასევე მწვავედ გავაპროტესტებთ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ადგილზე დაძაბულობის, ხელოვნურად ესკალაციის მცდელობას წარმოადგენს“, - აღნიშნა ანთაძემ.

ცნობისთვის, ერგნეთში, ინციდენტების პრევეციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრა იმართება. შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი და ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიჰალკა უძღვებიან. შეხვედრას ასევე ესწრებიან ქართული და რუსული მხარის უწყებების წარმომადგენლები, ასევე, ოსური მხარის ე.წ. უწყებების წარმომადგენლები.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics