|
2019-08-28 18:00:51, 1481 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი - გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე ავიცილოთ
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევის თანათავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებები. „მქონდა შეხვედრა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, განხილვის ძირითადი საკითხი გახლდათ ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. ბუნებრივია საუბრები მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ყველა დონეზე, უმაღლეს დონეზე გამოვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობას , ყველა ფორმატს, სამივე ორგანიზაცის ფარგლებში იმისთვის, რომ მომავალში თავიდან იქნას აცილებული უკანონო ქმედებები“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ. დავით ზალკალიანის განცხადებით, ჟენევის თანათავმჯდომარეები უკვე იმყოფებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში და ადგილზე მოინახულეს შექმნილი სიტუაცია. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, ხვალ, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრაზე, ისევე როგორც ჟენევის შემდგომ რაუნდზე, იქნება მსჯელობა თუ როგორ უნდა მოხდეს ამ უკანონო ბორდერიზაციის პროცესის შეჩერება. „მე მქონდა სატელეფონო საუბრები უმაღლეს დონეზე გაეროს გენერალურ მდივანთან ბატონ გუტიერეშთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ქალბატონ ფედერიკა მოგერინისთან და ასევე ეუთოს თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკთან. სწორედ მისი წარმომადგენლები არიან ჩამოსული და ჩემი თხოვნის შესაბამისად მათი ჩამოსვლა დროზე ადრე მოხდა გამომდინარე იქიდან, რომ იქ შექმნილი სიტუაცია არის მიუღებელი და აუცილებელი იყო, ზუსტად თანათავმჯდომარეების მხრიდან ადგილზე სიტუაციის შესწავლა და მათზე შესაბამისი რეაგირებ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)