22:14 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 14:38:12, 1918 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე ხელისუფლებას: ანაკლიის პორტს აუცილებად ავაშენებთ, თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე

პირდაპირ გეუბნებით, არ გამოგივათ, იმიტომ რომ ანაკლიას აუცილებად ავაშენებთ, ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე, - ამ სიტყვებით „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მმართველმ გუნდს მიმართა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მისი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა ანაკლიის პორტის მშენებლობა „გამარჯვებამდე მივიდეს“.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ დაახლოებით 60 კაცი გვყავს ოფისში, ჩვენი თანაგუნდელები, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ, იმისათვის, რომ ანაკლიის პროექტი გამარჯვებამდე მივიყვანოთ. პირველი გამარჯვება კი არის ის, რომ დავასრულოთ ის მოლაპარაკება იმ კორპორაციებთან, რომელთაც რამდენჯერაც ახლოს მივედით ხელისმოწერაზე, იმდენი პროკურატურა შემოგვიქსიეს და შემოგვიქსიეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, თითქოს მე და ბადრი ფულის გამთეთრებლები ვართ, არ გამოგივიათ. მაგრამ ეს ქმედება ახლა  მიმართულია იმისათვის, რომ ჩვენ ვერ გადავიხადოთ ხელფასები, ვერ მოვემსახუროთ იმ კრედიტებს, რომელიც ჩვენი რისკის ქვეშ ავიღეთ, ჩვენი აქციების დაგირავების ქვეშ ავიღეთ, რათა ანაკლიის პროექტი მიგვეყვანა გამარჯვებამდე, არც ეს გამოგივათ, პირდაპირ გეუბნებით, არ გამოგივათ, იმიტომ რომ ანაკლიას აუცილებად ავაშენებთ, ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics