|
2019-08-27 14:24:41, 1908 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე: მინდა ხელისუფლებას დავუსვა შეკითხვა - რატომ შეეშინდა?!
„ეს მახინჯი, მიკერძოებული სახელმწიფო ერთ ხელში, დასრულდეს“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ხაზარაძემ ხელისუფლებას კითხვით მიმართა და აღნიშნა, მათ ქმდედებებში პანიკის ნიშნები იკვეთება. მე მინდა ხელისუფლებას დავუსვა შეკითხვა, რატომ შეეშინდათ?! ძალიან შეეშინდათ მათ, იმიტომ, რომ ის მეთოდები, რომელიც არის და უკვე ერთი წელია ჩვენს მიმართ არის გამოყენებული და იყენებენ უკვე ანტიტერორისტული სამსახურები, იმ სამსახურების გამოყენება, რომლის ხელფასებსაც ბიზნესმენები ვიხდით, გამოყენებულია პოლიტიკური დევნისთვის, ეს არის შიშის, აბსოლუტურად დიდი პანიკის საფუძველი. მე მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია, ჩვენ გავაგრძელებთ ამას ყველაფერს. ახლა რაც შეეხება, რასთან გვაქვს საქმე, თქვენ იცით, რომ ბიზნესმენისთვის ანგარიშის დაყადაღება და ყველა ანგარიშის გაჩერება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ მოვემსახურებით ვალებს, იმ ადგილობრივ თუ საკრედიტო მომსახურებას ვერ განვახორიციელებთ, რომლითაც ჩვენ ვაფინანსებდით დღემდე და ვაფინანსებთ ანაკლიის პორტს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათი გაგებით ვერ დავაფინანსებთ მოძრაობას, ვერ დავაფინანსებთ პარტიას, რომლის თარიღსაც ძალიან მალე შეგატყობინებთ. აქვე მინდა გითხრათ, რომ არ გამოგივათ არაფერი, იმიტომ რომ საქართველოში არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელსაც მეგობრობა ჰქვია, რომელიც ამ ხელისუფლებას არ ჰყავს და ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი საქართველოში და ძალიან ბევრი მეგობარი უცხოეთში, რომლებიც ბოლო ორი დღის განმავლობაში ყველანაირ მზადყოფნას გამოთქვამენ იმისათვის, რომ ჩვენ ის კურსი, რომელიც ავიღეთ და რაც შევპირდით ჩვენ ქართველ ხალხს, და ეს მახინჯი, მიკერძოებული სახელმწიფო უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)