23:05 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 14:44:40, 1711 ნახვა

პოლიტიკა
დავით გარეჯის საკითხზე ექსპერტების მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში იგეგმება

"საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვარზე, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სადემარკაციო სამუშაოების ფარგლებში ექსპერტების მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში იგეგმება" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

კონსტანტინიდის ინფორმაციით, ექსპერტების შეხვედრის შემდეგ კომისიის სხდომა თბილისში გაიმართება.

"როგორც ვიცით, გასულ კვირას ექსპერტების შეხვედრა ჩატარდა. არის 14 შეუთანხმებელი მონაკვეთი, რომლის ნახევრის დათვალიერებაც მოხდა. ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში შედგება მორიგი შეხვედრა. ისინი ადგილზე საველე სამუშაოებს ჩაატარებენ და აზომვითი სამუშაოები განხორციელდება. ამის შემდეგ, თბილისში გაიმართება კომისიის მორიგი სხდომა. თარიღსა და სხვა დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით. კომისია შერეულია - არიან როგორც აზერბაიჯანული, ასევე ქართული მხრიდან, როგორც ექსპერტები, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები", - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics