01:23 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-23 14:49:50, 1307 ნახვა

საზოგადოება
ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ომბუდსმენს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თხოვნით მიმართა

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ სახალხო დამცველის ანტი-დისკრიმინაციულ მექანიზმში საჩივარი წარადგინა, რომლითაც მისი საქმის შესწავლას და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. 

საია-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ეკა კვესიტაძესთან ხელშეკრულება ამ დრომდე არ შეუწყვეტია, თუმცა მას კუთვნილი ხელფასის მიღება ეზღუდება. 

„მიუხედავად იმისა, რომ ეკა კვესიტაძესთან ამ დრომდე ,,რუსთავი 2“-ს შრომითი ხელშეკრულება არ შეუწყვეტია, მას  დაუსაბუთებლად ეზღუდება კუთვნილი ხელფასის მიღება. წარდგენილი საჩივრით ეკა კვესიტაძე ითხოვს მის მიმართ განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას, რაც ამ ეტაპზე მისთვის კუთვნილი ხელფასის გაუცემლობაში ვლინდება. შესაბამისად, ეკა კვესიტაძე წარდგენილ საჩივარში სახალხო დამცველს სთხოვს მისი საქმის დაჩქარებულ ვადაში შესწავლას და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად რეკომენდაციის გამოცემას“, - აცხადებენ საია-ში.

ცნობისთვის, საია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-დან გათავისუფლებელი ეკა კვესიტაძის ინტერესებს იცავს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics