23:05 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-22 20:22:59, 2211 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე: მოვუწოდებ რუსული „პაგონების“ ქვემოთ ჩამალულებს, არაფერი გამოგივათ, ანაკლიას ავაშენებთ

 „მოვუწოდებ რუსული პაგონების ქვემოთ ჩამალულებს, არაფერი გამოგივათ, ანაკლიას ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით“, -  ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარება ქვეყნის უსაფრთხოებისა და წინსვლის გარანტიაა.

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არის საკითხები, რომლებსაც გავახმოვანებთ და საზოგადოებას ეცოდინება ის დინებები, რომელიც პირდაპირ სამთავრობო უწყებებში, ეს ე.წ, მე-5 კოლონის სახით, რუსული გავლენის სახით ეწინააღმდეგება ჩვენთვის, ქართველებისთვის და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს. ანაკლია არ არის მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემოტრიალება, შემოტრიალება ერთხელ და სამუდამოდ ევროპისკენ. არის უსაფრთხოებისა და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის გარანტია. ამიტომ პირდაპირ მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული „პაგონების“ ქვემოთ, რომ არაფერი არ გამოგივათ, ანაკლია ავაშენებთ და ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით“, - განაცხადა ხაზარაძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics