23:45 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-20 17:23:52, 1114 ნახვა

საზოგადოება
სალია R2-ის ჟურნალისტებს: თუ თვლით, რომ მელაძის გარეშე საქმიანობა არ შეგიძლიათ, გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოთ

„რუსთავი 2“-ს და მის ჟურნალისტებს შესწევთ ძალა, რომ დამოუკიდებლად გააგრძელონ საქმიანობა. თუ თქვენ თვლით, რომ ამის გაკეთება ნოდარ მელაძის გარეშე არ შეგიძლიათ, მე ვერაფერს გეტყვით, თქვენი გადაწყვეტილება თქვენ თვითონ უნდა მიიღოთ, - ასე მიმართა ტელეკომპანია  „რუსთავი 2“ - ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტებს.

სალია იმედს გამოთქვამს, რომ ჟურნალისტები ტელეკომპანიაში დარჩებიან და საქმიანობას გააგრძელებენ.

„ჩვენ სულ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაც არის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტი. ამ არხზე მუშაობს ძალიან ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტი. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი დარჩებიან და გააგრძელებენ მუშაობას. მათ საქმიანობაში ჩარევას არავინ აპირებს. ამაში თვითონ დარწმუნდებიან.

„რუსთავი 2“-ს და მის ჟურნალისტებს შესწევთ ძალა, რომ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა ისე, რომ ამაში არავინ ჩაერევა. თუ თქვენ თვლით, რომ ამის გაკეთება ნოდარ მელაძის გარეშე არ შეგიძლიათ, მე ვერაფერს გეტყვით. თქვენი გადაწყვეტილება თქვენ თვითონ უნდა მიიღოთ, თუმცა მე გიდასტურებთ, რომ არ მოხდება თქვენს საქმიანობაში ჩარევა”, - განაცხადა პაატა სალიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics