00:04 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-20 14:10:08, 1362 ნახვა

პოლიტიკა
ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის“ „საპარლამენტო არჩევნებს“ ჩინეთის, გერმანიის და ევროპის სხვა ქვეყნების დეპუტატები დააკვირდებიან

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში,  ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ჩინეთის, გერმანიის  და ევროპის სხვა ქვეყნებიდან   დეპუტატები დამკვირვებლის სტატუსით  ჩამოვლენ - ამის შესახებ   „რია ნოვოსტს“  აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან გალუსტიანმა განუცხადა.

„ამ არჩევნებმა საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობის  კუთხით, შესაძლოა, რეკორდი მოხსნას.  პირველად ჩამოდიან დეპუტატები გერმანიიდან,  ჩინეთის რესპუბლიკიდან და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან. ახლა,  ჩვენთან ევროპარლამენტის დეპუტატები ჩამოდიან“, - განაცხადა გალუსტიანმა.

გალუსტიანმა განმარტა, რომ ევროპელი და ჩინელი საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა მოახლოებულ არჩევნებში ახლახანს შექმნილი საერთაშორისო საპარლამენტო მოძრაობის , "აფხაზეთის მეგობრების ლიგის" ძალისხმევის შედეგია.

ამასთან, მისივე თქმით, 22 აგვისტოს  "მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები"  აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩამოსვლას დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 25 აგვისტოს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics