|
2015-01-23 18:15:23, 1043 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ალექსანდრე ჭიკაიძემ დაადასტურა, რომ მისთვის თანამდებობა მთავარი არ ყოფილა
"ლექსომ დაადასტურა, რომ მისთვის თანამდებობა მთავარი არ ყოფილა",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანნდრე ჭიკაიძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურმა შს მინისტრობიდან გადადგომის თაობაზე ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას ღირსეული ნაბიჯი უწოდა. "მან დაადასტურა, რომ არის ღირსეული ადამიანი, ის მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა მართლაც ღირსეული პოლიციელი და ერთგული ჯარისკაცი ჩვენი ქვეყნის. ის მოიქცა ისე, როგორც მას ეკადრებოდა. მე ადრეც ვთქი, ლექსო გაიზარდა პოლიციელის ოჯახში და მოიქცა ისე, როგორც მას ეკადრებოდა. არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვა, აბსურდულიც რომ იყოს ეს კითხვა. ჩვენ სხვა სტანდარტები დავამკვიდრეთ ქართულ პოლიტიკაში. სწორი მმართველობა არის მთავარი ამოცანა. ლექსომ დაადასტურა, რომ მისთვის თანამდებობა არ ყოფილა მთავარი. ჩვენი მთავარი მისიაა, ვემსახუროთ ჩვენს ხალხს, ქვეყანას. ასე გავაგრძელებთ მანამ, სანამ ვიქნებით ხელისუფლებში . ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ამოცანაა ვემსახუროთ ჩვენს ხალხს",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)