|
2019-08-16 14:41:52, 1135 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი - ყველას გასაგონათ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ სიმახინჯეს, ოკუპაციას
ყველას გასაგონათ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ სიმახინჯეს - ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა შერიგების საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა, რომელიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფება, სადაც საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა დამატებითი უკანონო მავთულხლართები გააბეს. ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო იმ ადამიანებს დაეხმაროს და გვერდით დაუდგეს, ვინც ბორდერიზაციის პროცესის გამო ზარალი განიცადა. „ამ კონკრეტულ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვთ ტრაგედია და დრამა. თქვენ თვითონაც ნახეთ, რა მდგომარეობაშია ის ხალხი, რომელთაც არა მხოლოდ სახლებთან მიახლოება ეშინოდათ აქ ომის შემდგომ, აქ ბევრი სახლი 2008 წლიდან საოკუპაციო ხაზს მიღმა არის და ადამიანები საკუთარ მიწაზე დევნილებად იქცნენ, ნახეთ, მთელი სოფლისთვის ემოციურად რა მძიმეა. ჩემი და ყველა სახელმწიფო სტრუქტურის ამოცანა ის არის, რომ ერთის მხრივ, ეს პროცესი შევაკავოთ და ამისთვის ყველა ხელთ არსებული მექანიზმი გამოვიყენოთ, და, მეორეს მხრივ, ამ ხალხს დავეხმაროთ. ახლა ვლაპარაკობდით სარწყავ სისტემაზე. 2013 წლიდან არა მარტო ამ, არამედ ყველა სოფელში, რომელიც გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარეობს, სპეციალური პროგრამა გვაქვს, რომლითაც სოფლის და ადგილობრივების საჭიროებების დაკმაყოფილებას ვცდილობთ, იქნება ეს წყალი, გაზი, სწავლის ვაუჩერი და ა.შ. ასევე, დღეს, მინდა კონკრეტულ ადამიანებს, რომელმაც რაიმე ზარალი განიცადეს, დაველაპარაკო იმაზე, როგორ დავუდგეთ მათ გვერდით. აუცილებლად უნდა გავმაგრდეთ და ყველას გასაგონათ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, აუცილებლად დავამარცხებთ ამ სიმახინჯეს. ძალიან პრინციპულად მივუდგებით, არ მოვეშვებით, ყველა დიპლომატიურ და სამშვიდობო გზას გამოვიყენეთ, რაც აუცილებელია რომ ეს ყველაფერი დასრულდეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)