21:09 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 16:41:18, 960 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი სოციალურ პარტნიორებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სოციალურ პარტნიორებს შეხვდა. შრომის უსაფრთხოება და შრომითი უფლებები - ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში ჯანდაცვის მინისტრმა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს გამოწვევები, რომლის წინაშეც დამსაქმებლები და დასაქმებულები დგნან. იმსჯელეს უბედური შემთხვევების სავალდებულო დაზღვევის უფრო ეფექტიანად მუშაობის მექანიზმებზე. ასევე, დეტალურად განიხილეს ცვლილებები, რომელიც 1 სექტემბრიდან შედის ძალაში. ყველა ეკონომიკური საქმიანობის მწარმოებელ კომპანიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის დაქირავების  ვალდებულება უჩნდება.

სოციალური დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრას დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვენელი ელგუჯა მელაძე, პროფკავშირების თავმჯდომარე  ირაკლი პეტრიაშვილი და 100-მდე მსხვილი დამსაქმებელი ესწრებოდა. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics