|
2019-08-14 16:00:00, 1304 ნახვა
პოლიტიკა
„სუბიექტურ შეფასებას აქვს ადგილი“ - იზორია „იმედზე“ გასულ ფილმს გამოეხმაურა
„სუბიექტურ შეფასებას აქვს ადგილი“, - ამ სიტყვებით თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აგვისტოს ომთან დაკავშირებულ ფილმს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ფილმი რუსული ნარატივის გაგრძელებაა. „ავტორების შეფასება, ფილმების შეფასება შეიძლება იყოს ინდივიდუალური. ვხედავ, რომ აქაც ძალიან სუბიექტურ შეფასებას აქვს ადგილი. კერძოდ, იმის თქმა, რომ ეს იყო რუსული ნარატივის გაგრძელება, მეც ვნახე ფილმი და ყოვლად მიუღებელია. რატომ? იმიტომ, რომ იქ ცალსახად დაფიქსირდა ფაქტი რუსული შეიარაღებული ძალების ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრისა და ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. მაგრამ ამასთან ერთად გაცხადდა ის რაც არაერთგზის გვითქვამს, რომ ამ კონფლიქტის და ამ პირდაპირი ოკუპაციის, რომელზეც გვითქვამს, რომ წლების განმავლობაში მზადდებოდა რუსული აგრესიული პოლიტიკის შედეგად თავიდან აცილება გონიერი პოლიტიკით იყო შესაძლებელი, რაც არ მოხდა", - აღნიშნა იზორიამ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)