|
2019-08-14 14:52:09, 1299 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი აგვისტოს ომზე: სააკაშვილმა გაზით სავსე ოთახში ასანთის ღერი აანთო, თუმცა ოთახში გაზი რუსეთის დამსახურებით იყო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ ფილმს გამოეხმაურა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში მთავარ დამნაშავედ წინა ხელისუფლებაა მითითებული. მაჭავარიანის განმარტებით, მას ფილმი არ უნახავს. ამასთან ფინანსთა მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომის აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუერის სიტყვებით შეაფასა და აღნიშნა, რომ „სააკაშვილმა გაზით სავსე ოთახში ასანთის ღერი აანთო“. „ფილმი არ მინახავს, ამიტომ, აქცენტები რამდენად მეტი ან ნაკლები იყო, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ჩემს პოზიციას 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით დაუფარავად გეტყვით. არაერთხელ თქმულა, რომ, რასაკვირველია, საქართველო არ შემოჭრილა რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთი შემოიჭრა. ამაზე არავინ დაობს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან დიდია. როდესაც ეს კითხვა ჩნდება, ყველაზე უფრო სწორი პასუხი მოვისმინე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიერ. ჩNN-ზე 5 ყოფილი სახელმწიფო მდივანი საუბრობდა სხვადასხვა თემაზე და, მათ შორის, აგვისტოს ომზეც. კოლინ პაუერის პასუხი მომეწონა ყველაზე მეტად. მან ასე შეაფასა: ეს მოვლენა ჰგავდაო, რომ სააკაშვილმა გაზით სავსე ოთახში ასანთის ღერი აანთოო, თუმცა ოთახში რომ გაზი იყო ეს, ცხადია რუსეთის „დამსახურება“ არისო“,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)