|
2015-01-23 17:58:19, 1048 ნახვა
პოლიტიკა
ნუკრი ქანთარია: ჭიკაიძემ იჩქარა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთება იჩქარა. როგორც ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჭიკაიძემ მორალური გადაწყვეტილება მიიღო. „საგანგებო მდგომარეობაში უნდა გადავიდნენ სამართალდამცავები, რათა ეს საქმე გამოიძიონ. იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება პირველ რიგში ჩვენს ხელისუფლებაზეა დარტყმა. ზოგადად, დაგეგმილი მკვლელობების დარტყმა ძალიან რთულია, მაგრამ ყველა ღონე უნდა იხმაროს ხელისუფლებამ, რომ საქმე გახსნას. ჭიკაიძემ მორალური გადაწყვეტილება მიიღო, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჭიკაიძე იყო ის პიროვნება, რომელიც მკვლელებს მფარველობდა. ჭიკაიძემ შეიძლება იჩქარა კიდეც. მე არ ვარ საქმის კურსში, ალბათ თვითონ ახსნის ყველაფერს“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან გადადგა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)