|
2019-08-12 20:28:05, 1473 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი დავით კეზერაშვილზე - რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს
„მოდაში შემოვიდა, ყველაფერი უკავშირდება ან პოლიტიკას ან ტელევიზიის დაარსების გეგმას, მაგრამ რეალურად ჩვენ ვხედავთ , რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს“- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით კეზერაშვილის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მისი თქმით, დანაშაულის ნიშნების არსებობაზე გამოძიების არ ჩატარება იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ან გაშინებს ან ინდულგენციას ყიდულობს თავის პოლიტიკური გეგმების განცხადებით „ძალიან მოდაში შემოვიდა, ერთი ჩემი კოლეგის თქმის არ იყოს, ყველაფერი უკავშირდება ან პოლიტიკას ან ტელევიზიის დაარსების გეგმას, მაგრამ რეალურად ჩვენ ვხედავთ , რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს, დანაშაულის ნიშნების არსებობაზე გამოძიების არ ჩატარება იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ან გაშინებს ან ინდულგენციას ყიდულობს თავის პოლიტიკური გეგმების განცხადებით. გააკეთებს განცხადებას, რომ პოლიტიკური გეგმები აქ და ამავე დროს შეიძლება მეორეს მხრივ სერიოზული მნიშვნელოვანი დიდი ფინანსური დანაშაული ქონდეს. ასე, რომ ერთი და მეორე ამ ფაქტების დაკავშირება ბოლო პერიოდში საინფორმაციო ველზე საკმაოდ ინტენსიურად ხდება რაც არ მგონია, რომ მართალი იყო“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. რაც შეეხება კეზერაშვილის შესაძლო ექსტრადიციას, ვოლსკის თქმით, ამაზე ალბათ სამართალდამცავი ორგანოები ისაუბრებენ. მისი თქმით, კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი საქართველოშიც საკმაოდ ბურუსით მოცულ ვითარებაში დატოვა. „ ინფორმაცია, რაც საზოგადოებაში გავრცელდა იმის თაობაზე რომ ისრაელში მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მისი და კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც იარაღით ვაჭრობას ეხება. კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი საქართველოშიც საკმაოდ ბურუსით მოცულ ვითარებაში დატოვა. იქამდე რამდენადაც ვიცი დეკლარირებული არ ჰქონდა ქონება, თუმცა შემდეგ უკვე, ომის შემდგომ პერიოდში ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაში მილიარდობით ბრუნვა იქნა გამოვლენილი. გარდა ამისა არის თემები, რომელიც ეხება პროკურატურის მიერ, რამდენადაც ვიცი მიმდინარე გამოძიებას - ერთი არის ფინანსური გადაცდომების საკითხზე და 7 ნოემბრის დარბევის საკითხზე. ასე რომ, ფინანსურ თემასთან დაკავშირებით, ბოროტად გამოყენების კვალიფიკაცია, არ მახსოვს ზუსტად, არის საქართველოშიც მიმდინარე საგამოძიებო პროცესი“- განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)