|
2019-08-09 16:38:27, 786 ნახვა
საზოგადოება
მუხიანი 2-ში, ჟვანიასა და საზანოს ქუჩების მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. მუხიანი 2-ში, ჟვანიასა და საზანოს ქუჩების მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 600 კვ.მ ფართობზე, სადაც წყალარინების ქსელი უკვე მოეწყო, ასფალტის საფარი იგება. ასევე, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები და ბორდიური. სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო. „თბილისის მერია მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, ჩვენ კი პარალელურად, საგზაო ინფრასტრუქტურას მოვაწესრიგებთ. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 2 600 კვ. მეტრ ფართობზე გრუნტის გზის ნაცვლად, ასფალტის საფარი იგება. აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების ქსელისა და გზის საფარის მოწესრიგება ეტაპობრივად განხორციელდება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. მუხიანი 2-ის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს, რომელიც ჟვანიას ქუჩიდან ვარდისუბნის ქუჩის ბოლომდე ქსელის მოწყობასა და 150 ოჯახის დაერთებას ითვალისწინებს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს. დედაქალაქის მერის დავალებით, დასახლებაში სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და გარდამავალი პროექტის პირველ ეტაპზე, 1.2 კმ სიგრძის ცენტრალური კოლექტორი მოეწყო. მეორე ეტაპის სამუშაოების დროს კი ქსელს 100-მდე ერთეული საკომუნიკაციო ჭა დაემატა. წყალარინების გარე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზა“ აწარმოებს. პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 860 000 ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, გლდანის რაიონში დამატებით, რამდენიმე მისამართზე გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, ასევე, ჯანჯღავას I შესახვევში ხორციელდება.
(NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)