|
2019-08-09 10:32:29, 1405 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყება: საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის მოვლენების შემდეგ გაკვეთილი ვერ ისწავლეს
ოფიციალურმა თბილისმა და მისმა დასავლელმა პარტნიორებმა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ გაკვეთილი ვერ ისწავლეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყება აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას საქართველოსა და მისი ევროპელი პარტნიორების მიერ განხორციელებული „ანტირუსული ისტერია“ უწყობს ხელს. „სამწუხაროა, რომ ვერც საქართველომ და ვერც დასავლეთმა 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ გაკვეთილი ვერ ისწავლეს. იმის ნაცვლად რომ ძალისხმევა წარსულის ტვირთის გადალახვასა და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისკენ მიმართონ, ოფიციალური თბილისი და მისი დასავლელი პარტნიორები ანტირუსული ისტერიის ესკალაციას, რეგიონის იარაღით ავსებას და საქართველოს NATO-სკენ უცერემონიოდ გაქაჩვას აგრძელებენ. ეს ყველაფერი ჩიხს ქმნის და ხელს უშლის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარებას. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ამ პროცესში პირველი ნაბიჯი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება უნდა იყოს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ რეგიონში დამყარებული ახალი გეოპოლიტიკური რეალობა აღიარონ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)