|
2019-08-08 18:49:04, 1226 ნახვა
პოლიტიკა
გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საქართველოში ევროკავშირის, აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო პარტნიორებისათვის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზზე მსგავსი უკანონო ქმედებები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით და ზღუდავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. თავის მხრივ, უცხოელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)