|
2019-08-08 12:07:12, 1116 ნახვა
პოლიტიკა
ბრაიან უიტმორი: საქართველოს უსაფრთხოება დღეს, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დასავლეთ გერმანიის იყო ცივი ომის პერიოდში
„რაც 2008 წელს რუსეთმა საქართველოში გააკეთა, იყო ის თარგი, რა თარგითაც მან შემდეგ არა მარტო უკრაინაში, არამედ დასავლეთშიც იმოქმედა - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკლევარმა ბრაიან უიტმორიმ „ამერიკის ხმასთან“ ისაუბრა. უიტმორის შეფასებით, დღეს საქართველოს უსაფრთხოება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დასავლეთ გერმანიის უსაფრთხოება იყო ცივი ომის პერიოდში. “სამწუხაროდ ომმა ძალიან ნელა შეცვალა დასავლეთის გეოპოლიტიკური ხედვები. 2008 წელს რომ გაგვემახვილებინა ყურადღება რუსეთის ქმედებებზე სამეზობლოში, მივხვდებოდით, რომ მომავალში ეს ჩვენი პრობლემაც გახდებოდა. 11 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და რუსეთისთვის ამას არ მოჰყოლია არანაირი საფასური, შედეგად, დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ. რადგან რაც 2008 წელს რუსეთმა საქართველოში გააკეთა, იყო ის თარგი, რა თარგითაც მან შემდეგ არა მარტო უკრაინაში, არამედ დასავლეთშიც იმოქმედა. მე ვგულისხმობ ჰაკერულ შეტევებს, დეზინფორმაციას და საშინაო საქმეებში ჩარევას. ისინი ამას აგრძელებენ. ნელნელა ხალხი ხვდება, რომ ეს სისტემური კონფლიქტია, ორ იდეას შორის. დასავლეთი დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე და ინსტიტუტებზე, ხოლო აღმოსავლეთი კორუფციაზე, კლიენტალიზმზე და შერჩევით სამართალზე. საქართველო ფრონტის ხაზია ამ დაპირისპირებაში. ვფიქრობ საქართველოს უსაფრთხოება დღეს, არანაირად არ უნდა იყოს იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ვიდრე დასავლეთ გერმანიის უსაფრთხოება იყო ცივი ომის პერიოდში“, - განაცხადა ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკლევარმა ბრაიან უიტმორიმ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)