|
2019-08-07 17:41:36, 1536 ნახვა
პოლიტიკა
„რუსეთი ოკუპანტიას“ წევრებმა იუსტიციის ხიდიდან ანტისაოკუპაციო ბანერები გადმოფინეს - ვიდეო
„საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“, „რუსეთი კლავს“ - ამ წარწერებით, ანტისაოკუპაციო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“-ს წევრებმა ბანერები თბილისის იუსტიციის ხიდიდან გადმოფინეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი აპროტესტებენ რუსეთის აგრესიას, რომელიც 2008 წლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. „ოკუპაცია, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის მტკივნეულია, ყველაზე მეტად გადის იმ ადამიანებზე, რომლებიც ბოლო 7 წელია ამ გააქტიურებულ ბორდერიზაციაას ემსხვერპლნენ - ვინც სახლი დაკარგეს ამის გამო, ვინც ოჯახის წევრი დაკარგეს. ჩვენ დღეს გვქონდა პერფორმანსი, სადაც 170 ჯარისკაცის გვარი გვქონდა, რომელიც გარდაიცვალა. ასევე, არის 200-ზე მეტი ადამიანი, რომელიც იქ დაიღუპა. რეალურად, ამ ადამიანებმა, ამ ადამიანების ოჯახის წევრებმა, იმ ადამიანებმა, რომლებმაც სახლი დაკარგეს, ის ადგილი დაკარგეს, სადაც გაიზარდნენ, მათ ყველაზე რთულად გადაიტანეს ეს ყველაფერი, მათი ცხოვრება შეიცვალა. ამ დროს ჩვენ რას ვშვრებით? ვემეგობრებით რუსეთს. რუსეთთან ომი არც 2008 წელს დაწყებულა და არც დამთავრებულა, ბევრად უფრო ადრე დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. აუცილებელი არაა, რომ ტანკი შემოვიდეს თბილისში რომ თქვა, ომი დაიწყოო. ომი დღემდე გრძელდება. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი არის მტერი და ის მეგობარი ვერ იქნება, სანამ გააგრძელებს ამ ქმედებებს“, - აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)