17:28 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-06 15:05:42, 1186 ნახვა

საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადების მიღებას იწყებს

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის სააპელაციო განაცხადების მიღება 7 აგვისტოს, 10:00 საათიდან დაიწყება და 13 აგვისტოს, 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

როგორც "ექსპრესნიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, პროცესი მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობს ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.

"აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება. განაცხადებს განიხილავს საგანგებოდ შექმნილი დამოუკიდებელი კომისია, რომელიც თავიდან ასწორებს მთელ ნაშრომს ან კონკრეტულ დავალებას. ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაში გამოცდების მონაწილეს აპელაციისთვის გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება. აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე შესაძლებლობა აქვთ ცვლილებები შეიტანონ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში.

სააპელაციო განაცხადის შევსების დეტალური ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე www.naec.ge“, - ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics